ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ Twitter-ზე დაწერა.
„ნიდერლანდი უკრაინას მიაწვდის უფრო მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას მძიმე შეიარაღებით დამატებით მომარაგების შესახებ“, - წერს მარკ რუტე.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ:
იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის