ვოლოდიმირ ზელენსკი: ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს სამხედრო თვითმფრინავები, ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოუწოდებიათ

ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს სამხედრო თვითმფრინავები, ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოუწოდებიათ, – უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს სამხედრო თვითმფრინავები, ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოუწოდებიათ. ჯერჯერობით გვაქვს ის, რაც გვაქვს. გვაქვს თარიღები, გვაქვს გარანტიები, მაგრამ ჩვენ ჯერ გვინდა, მივიღოთ, შემდეგ კი მადლობელი ვიქნებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ

ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს

მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს 

მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს