რას ფიქრობს მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს - NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49%-ისთვის მისაღებია, ხოლო 37%-ისთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. გამოკითხულთა 14% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო პასუხზე უარს აცხადებს 1%.


ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


ასევე წაიკითხეთ