გაერო: უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მზარდი მტკიცებულებები არსებობს

"უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მზარდი მტკიცებულებები არსებობს", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განურჩევლად დაბომბეს დასახლებული პუნქტები, ისინი კლავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და ანადგურებენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.


ასევე წაიკითხეთ: