ბრიტანეთის თავდაცვის უწყება: დონბასის რეგიონში რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევა არ აქვს

რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევა დონბასის რეგიონში არ აქვს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მარიუპოლის უკრაინის დაცვამ ასევე დაასუსტა ბევრი რუსული ქვედანაყოფი და შეამცირა მათი საბრძოლო ეფექტურობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს

ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში

ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს