რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის საბავშვო ბაღში სროლის შედეგად ორი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი მოროზოვმა განაცხადა.
„საშინელი დანაშაული მოხდა. მე ვესაუბრე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დეპუტატთა კორპუსს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ძიძა და 2016 და 2017 წლებში დაბადებული ორი ბავშვი", - წერს პოლიტიკოსი.
ასევე წაიკითხეთ:
ოლექსი არესტოვიჩი: განცდა მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო