NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ვიზიტთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან საუბრობს. NATO-ს ოფიციალური წამომადგენელი ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს, აღნიშნავს NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან.

„ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება“, - ამბობს NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან.


ინფორმაციისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 27 აპრილს მოუსმენენ.

ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. შეგახსენებთ, გასულ კვირას, საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, რომელსაც მანამდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა.


ამავე თემაზე