NATO-ს გენერალური მდივანი: ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით

ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ,- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, Reuters-მა 26 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ.


ასევე წაიკითხეთ: