ოლექსი რეზნიკოვი: გაეროს გენერალური მდივანი კიევშია, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი ქალაქზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის  ვიზიტისას კიევში მომხდარ აფეთქების ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა.

„მაშინ, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი კიევში იმყოფება, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი ქალაქზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს. ესაა თავდასხმა გენერალური მდივნის უსაფრთხოებასა და მსოფლიო უსაფრთხოებაზე!“ - აღნიშნა ოლექსი რეზნიკოვმა.


28 აპრილს კიევის ცენტრში, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, აფეთქებების ხმა გაისმა.

გაეროს გენერალური მდივანი 27 აპრილს უკრაინაში ჩავიდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.


ასევე წაიკითხეთ