კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა და დაგმო

„არსებობს მკაფიო და ძლიერი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და მასშტაბური სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელიც რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ჩაიდინეს. დანაშაულები მოიცავს მასობრივ ხოცვას, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


 ასევე წაიკითხეთ: