Bloomberg: რუსულ ნავთობზე ემბარგო, შესაძლოა, წლის ბოლომდე ამოქმედდეს

ევროკავშირი მომავალ კვირას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს აანონსებს. იგეგმება „სბერბანკის“  SWIFT-დან გათიშვა და რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს დაწესება. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, ევროკავშირი გეგმავს რუსულ ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას წლის ბოლოსთვის, თუმცა მანამდე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. კერძოდ, ლაპარაკია ჯერ ტანკერის, ხოლო შემდეგ ნავთობსადენის ნავთობის აკრძალვაზე. ამასთან, ევროკავშირის სანქციების პაკეტში მოხვდება ბელორუსიც, რადგან ის რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გარკვეულ პლაცდარმს წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს. 

14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA.

ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ.


ასევე წაიკითხეთ