რუსი ოლიგარქის განცხადებით, ომის გაკრიტიკებისთვის Tinkoff Bank-ში წილი იძულებით დაათმობინეს

რუსი ოლიგარქი, ოლეგ ტინკოვი აცხადებს, რომ Tinkoff Bank-ში წილი იძულებით, კაპიკებში დაათმობინეს. ეს მას შედეგ მოხდა, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. წერს The New York Times.

19 აპრილს ოლეგ ტინკოვმა Instagram-ზე გამოაქვეყნა შეტყობინება და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „ფეკალური არმია“ უწოდა, ხოლო ისინი ვინც არმიას ემხრობა „დებილებად“ მოიხსენია. მეორე დღესვე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბანკის მენეჯმენტს დაუკავშირდა და ბიზნესის ნაციონალიზაციით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ტინკოვი წილს არ დათმობდა.

ამის შემდეგ Tinkoff Bank-მა რებრედინგის შესახებ განაცხადა და უარი თქვა დამფუძნებლის გვარის გამოყენებაზე. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ოლეგ ტინკოვმა 35%-იანი წილი ოლიგარქ ვლადიმირ პოტატინის სასარგებლოდ დათმო.


მანამდე, დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ქონება ხუთ მილიარდზე მეტით, 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა.


უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა.

  • „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.

ასევე წაიკითხეთ

რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში

რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე