ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „უკრაინისთვის“ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.
ანდერსონმა უკრაინის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას სასწრაფო სჭირდება ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე სამხედრო აღჭურვილობა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ უკრაინის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად. ეს ხალხი განიცდის უზარმაზარ უსამართლობას და ტანჯვას. მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო 11 წლის ილიას, ოდესელი ბიჭუნას სიტყვებით, რომლებიც მანდ „იუნისეფს“ უთხრა: „მე მეშინოდა. მე მესმოდა აფეთქებები. ნებისმიერ დროს რაკეტა შესაძლებელი იყო, მოხვედროდა ჩემს სახლს და ყველა დაიღუპებოდა“.
ასევე წაიკითხეთ:
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 57 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს