იაპონია, აქტივებს რუსეთის კიდევ 140 მოქალაქეს გაუყინავს, ასევე სანქციები გავრცელდება რუსეთის სამხედრო ქარხნებისთვის ექსპორტზე. ამის შესახებ Reuters იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდაზე დაყრდნობით წერს.
მანამდე, იაპონიის სანქციების ქვეშ ასამდე რუსეთის მოქალაქე მოხვდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვოლოდიმირ პუტინი, მილიარდერები ალექსეი მორდაშოვი და ვიქტოე ვექსელბერგი. ამასთან, იაპონიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა, რომ იაპონია რუსულ ნავთობზე ემბარგოს ვერ შემოიღებს, რადგან ქვეყანას „შეზღუდული“ ენერგორესურსები აქვს, ამიტომ გაუჭირდება ევროკავშირის მსგავსად, მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს.
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუერთდა. იაპონიის მთავრობის განმარტებით, ქვეყანაში აიკრძალა რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინა.
1-ელ მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა.
25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მოგვიანებით კი იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.
ასევე წაიკითხეთ