იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.
„რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებით და ატომურ ელექტროსადგურზე შეტევით. ეს უპატიებელი სამხედრო დანაშაულებია“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.
ამასთან Kyodo წერს, რომ იაპონიის ხელისუფლება აპირებს იმ პირთა წრის გაფართოებას, რომელთა აქტივებსაც გაყინავს. ეს დაახლოებით 550 ადამიანია და მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ასევე იაპონია რუსეთის ფედერაციაში ახალ ინვესტიციებს შეაჩერებს.
21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.
25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
ასევე წაიკითხეთ