72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.
მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას.
„72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის. ევროპა ბევრს მუშაობს, რათა ჩვენი კონტინენტი წიაღისეული რესურსების იმპორტისგან დამოუკიდებელი გახადოს და დავიცვათ კლიმატი. ევროპამ შეძლო ამ ყველაფრის მიღწევა, რადგან ჩვენ ვიყავით მტკიცე, ერთიანი. ამიტომ დარწმუნებული ვარ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას.
ევროპის მოქალაქეები გვიჩვენებენ გზას. მილიონობით ევროპელი, ჩვენი, ევროკავშირის ყველა კუთხეში და საზოგადოების ყველა სფეროში მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად; გააღეს კარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის; გაუგზავნეს საკვები და ტანსაცმელი, ან აკეთებდნენ შემოწირულობებს. როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს სიამაყით ავსებს ჩემს გულს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს
- იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ
- გერმანიის კანცლერი: უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ მონობაზე და დიქტატურაზე 77 წლის წინ