გაეროს ინფორმაციით, უკრაინის შიგნით 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა დაიწყო.
„იძულებით გადაადგილებულთა და ომის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებები საათობრივად იზრდება", - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ.