ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით

რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის ოლქიდან რეორგანიზაციისა და მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი ძალების შესავსებად გამოჰყავს. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება თავის ყოველდღიურ დაზვერვის ინფორმაციაში საუბრობს.

რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის ოლქიდან რეორგანიზაციისა და მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი ძალების შესავსებად გამოჰყავს. უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით, დაიბრუნეს რა რამდენიმე ქალაქი და სოფელი რუსეთის საზღვრის მიმართულებით. იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ფედერაციამ პრიორიტეტი დონბასს მიანიჭა, ხერკოვის ოლქში დისლოცირებული ქვედანაყოფები უკრაინის მობილური და მაღალი მოტივაციის მქონე კონტრშეტევითი ჯგუფების წინაშე მოწყვლადი გახადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.