ინდოეთის დედაქალაქ დელიში ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც BBC-ი წერს, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ყოველი გარდაცვლილის ოჯახს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კომპენსაციის სახით 200 000 რუპიას (2580 დოლარი) დაჰპირდა.
მომხდარის გამო, ორი ადამიანია დაკავებული. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.