„რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რთულ გეოგრაფიულ პირობებში აშენდა, ტრანსპორტირებას ჩვენს მეზობელ საქართველოსაც გაუადვილებს“, - ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 14 მაისს რიზეში, ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
თურქული მედიის ცნობით, ახალი აეროპორტი მსოფლიოში ზღვაზე აშენებული ხუთი აეროპორტიდან ერთ-ერთია.
„ეს პროექტი, რომელსაც მე მივიჩნევ გასული 20 წლის განმავლობაში თურქეთის პროგრესის სიმბოლოს, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე არის იმის ნიშანი, რომ ვერც ზღვები და ვერც მთები ვერ დაუდგება ჩვენს მონდომებას ქვეყნის მსახურებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
ასევე წაიკითხეთ