უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინაში „ალფა ბანკში“ რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანის 12,4 მილიარდი გრივნას აქტივები დააყადაღეს. ეს ფასიანი ქაღალდებია, კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიების, რომლებიც, ბიზნესმენთანაა აფილირებული. აღნიშნული აქტივები, უკრაინაში, „ალფა ბანკის“ ფილიალი ინახებოდა.
ამასთან, ფრიდმანს დაუყადაღეს 469 მილიონი გრივნა, რომელიც „ალფა ბანკის“ანგარიშებზე იყო განთავსებული.
ცნობისათვის, მანამდე რუსი ოლიგარქი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. 17 მარტს, ფრიდმანმა განაცხადა, რომ მას საბანკო ბარათი დაუბლოკეს და თვეში მხოლოდ $3 300 დახარჯვის უფლება აქვს. ფრიდმანი LetterOne, Alfa Group-ის ძირითადი აქციონერია.
29 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოება დროებით შეაჩერა. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია.
ასევე წაიკითხეთ