საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომლის გამოც მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა.
„ჩემი ინფორმაციით, რაც მე ჩვენი ელჩისგან მივიღე, შეხვედრა გაუქმდა იმის გამო, რომ ბატონი სტოლტენბერგი შეუძლოდ გახდა ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან შეხვედხრაზე, თქვენ იცით, რომ მას კოვიდი ჰქონდა“, - განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება, რომ იყოს.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
დღესვე დაანონსდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება.
18 მაისს, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.