სომხეთმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის შემადგენლობა ჩამოაყალიბა.
როგორც Trend იუწყება სომხურ მედიაზე დაყრდნობით, ამის შესახებ რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „კომისიის შემადგენლობა მზად არის, ვფიქრობ, როცა დრო დადგება, სამუშაო ჯგუფი გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა მან.
სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა.
2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.
2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
ასევე წაიკითხეთ