ავსტრიამ, სანქცირებული რუსი ოლიგარქების €254 მილიონის აქტივები გაყინა

ავსტრიამ სანქცირებული რუსი ოლიგარქების 97 ანგარიშზე €254 მილიონის აქტივები გაყინა. ამის შესახებ ORF ავსტრიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, გაყინული აქტივების მოცულობა მარტთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი. ავსტრიაში რუსი ოლიგარქების აქტივების გამოვლენის საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელობით.

მანამდე ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გერჰარდ კარნერმა კომპლექსური გამოძიების შესახებ განაცხადა, რომელიც საჭიროებდა სიღრმისეულ მუშაობას, ხოლო კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თქვა, რომ აუცილებელია "ოლიგარქების" ფულის დაკავება, რათა მათ ზიანი მიაყენონ. კანცლერმა პირობა დადო, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სანქციები უპირობოდ დაწესდეს სამხედრო ლიდერებისა და პუტინის მხარდამჭერების წინააღმდეგ“.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.