აშშ-ის ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შსახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ტეხასის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში ცეცხლი 18 წლის სალვადორ რომასმა გახსნა, რომელიც ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს.
როგორც ცნობილია, დაიღუპა 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირიც.