უკრაინა: რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს რუსული სარაკეტო თავდასხმები დნეპროპეტროვსკის აღმოსავლეთ-ცენტრალურ რეგიონსა და ზაპორიჟიეს  სამხრეთ-აღმოსავლეთით განხორციელდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს.

რუსმა სამხედროებმა ოთხშაბათს ოთხი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს, ნათქვამია რეგიონული საბჭოს განცხადებაში. ერთი რაკეტა ქალაქის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

საბჭომ დაამატა, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. 62 შენობა დაზიანდა ქალაქის საცხოვრებელ ადგილებში. ოთხშაბათს, ცალკე განცხადებაში დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ღამით, თავდასხმის მომასწავებელი სიგნალიზაცია მუდმივად ისმოდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.