ანდერსონმა ერდოღანის პრეტენზიებს უპასუხა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს.

ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს იმართება.

  1. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
  2. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.