ჩინეთმა, რუსეთის იურისდიქციაში რეგისტრირებული ავიაკომპანიების კუთვნილი Boeing-ისა და Airbus-თვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ამის შესახებ რუსულმა მედიამ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა.
- იტალია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს
- საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა
- „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა მოქმედ ავიაკომპანიას, მათ შორის რუსულს, სთხოვა, განეახლებინათ ელექტრონული დოსიეები (ინფორმაცია თვითმფრინავების, ავიახაზების მფლობელების, კონტრაქტების შესახებ).
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში მოქმედმა რუსულმა ავიაკომპანიებმა ინფორმაცია წარადგინეს, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოითხოვა დადასტურება, რომ თვითმფრინავები ოფიციალურად მოხსნილია საერთაშორისო რეგისტრაციიდან. რუსულმა ავიაკომპანიებმა ასეთი დოკუმენტები ვერ წარადგინეს, შესაბამისად, ჩინეთმა მათთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.