უკრაინელები, რომლებიც იძულებულები გახდნენ ომის გამო ევროპის ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი, სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. 30 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილთა 60% უკვე დაბრუნდა უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვხედავთ უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების სტაბილურ ტენდენციას. უკვე 4.8 მილიონი დაბრუნებული გვყავს, რაც ლტოლვილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%-ია“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

ასევე წაიკითხეთ:
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს