მიხაილო პოდოლიაკი: ევროპა პირდაპირ ამბობს - ღმერთმა არ ქნას, რომელიმე უკრაინული ჭურვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს

რადგან ევროპა მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ვდგავართ. ისინი პირდაპირ ამბობენ, ღმერთმა არ ქნას, რომელიმე უკრაინული ჭურვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. ანუ ევროპა თანდათან იწყებს უცნაური რაღაცების ლაპარაკს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უცხოურ მედიასთან ისაუბრა.

"უკრაინა ვერ ისაუბრებს ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე. რადგან ევროპა მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ვდგავართ. ისინი პირდაპირ ამბობენ, ღმერთმა არ ქნას, რომელიმე უკრაინული ჭურვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. ანუ ევროპა თანდათან იწყებს უცნაური რაღაცების ლაპარაკს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, საფრანგეთი მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინასა და რუსეთს შორის ღია დიალოგის შემთხვევაში. ამის შესახებ 30 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ: