ქალაქ ერევნის პროშიან-დემირჭიანის ქუჩების კვეთაზე პოლიციასა და მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 60 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 39 სამართალდამცველია.
დილის მდგომარეობით, სამედიცინო დახმარება 50-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ნაწილი უკვე გაწერეს შესაბამისი დაწესებულებიდან.
ცნობისთვის, სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.
ასევე წაიკითხეთ:
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო