ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთობლივ სარკინიგზო პროექტს განიხილავენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვიდეოფორმატში გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჟანგ ძიანგხუა, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე ალმაზ ტურგუნბაევი და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი.

შეხვედრაზე განიხილეს რკინიგზის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების დაჩქარების საკითხი. კერძოდ, აზრთა გაცვლა მოხდა ამ მიმართულებით ჩინეთის მიერ წარმოდგენილ სამუშაო გეგმაზე.