რუსები სევეროდონეცკზე შტურმს განაგრძობენ. ბახმუტის მიმართულებით მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბი აცხადებს.
სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა ჩვენს ჯარებს სხვადასხვა ტიპის ნაღმტყორცნებით და საარტილერიო სისტემებით ესროლა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მეტელკინოს, ბოროვსკოეს, უსტინოვკას, ტოშკოვკას და სხვათა დასახლებებში. დამპყრობლები აგრძელებენ სევეროდონეცკის შტურმს" - ნათქვამია გენშტაბის მოხსენებაში.
ამასთან, იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერმა უკრანის დანაყოფების პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ესროლა ზოლოტეს, ორეხოვოს, გორნოიეს, ვრუბივკას, კლინოვოის, ბილოგორივკას, პოკროვსკოეს და როტის დასახლებების რაიონებში.
„რუსულმა მხარემ გამოიყენა არმიის ავიაცია საჰაერო თავდასხმებისთვის ბახმუტთან და ბერესტვოიეს მახლობლად. ასევე განახორცოელა თავდასხმის ოპერაციები კამიშევახის, ბერესტოვოსა და ნიკოლაევკას დასახლებების რაიონებში. მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, წარმატებას ვერ მიაღწია, ბრძოლა გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს სევეროდონეცკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის ტექნიკა და სიმაგრეები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. უკრაინის არმია განაგრძობს დამპყრობლების ქალაქიდან გაძევებისთვუს ბრძოლას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.