ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში 211 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ უპირატესობა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონსონი თანამდებობაზე რჩება. 


2021 წლის ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის დროს გამართული წვეულებით ე.წ. ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო, კონსერვატორების ნაწილი და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“ თვლის, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს.