თურქული გამოცემა Yeni Safak სოფლის მეურნეობისა და ტყის მინისტრზე ვაჰიტ კირიშჩიზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი მიზნად ისახავს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს უკრაინის მარცვლეული, რომელიც ახლა პორტებშია გაჩერებული.
„არსებობს შეთანხმება უკრაინასთან მარცვლეულის 25%-იანი ფასდაკლებით შეძენაზე, თუმცა მათ წინაშეა დილემა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტის სახით და სურთ, რომ თურქეთმა შეასრულოს არბიტრის როლი ამ პროცესში. უკრაინაც და რუსეთიც ჩვენ გვენდობა“,- განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, თურქეთი, რომელიც ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს და გამოდის შუამავლის როლში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, ამ კვირას უკრაინის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებთან ორ მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. შეხვედრის მიზანი მარცვლეულისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნაა.
თურქული მედიის ცნობით, დიპლომატიური წყაროების თანახმად, პუტინი და ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებით დადებითად არიან განწყობილნი.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.