Brent-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE ბირჟაზე ვაჭრობისას 9 მარტის შემდეგ 124 დოლარს ბარელზე პირველად გადააჭარბა.
სავაჭრო პლატფორმის მონაცემებით, 20:30 საათისთვის Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 123,39 დოლარად (+2,34%) იყიდებოდა. ამავდროულად, WTI ნედლი ნავთობის ფიუჩერსები 2022 წლის ივლისში მიწოდებისთვის 2,17%-ით და ბარელზე $122 დოლარამდე გაიზარდა.