რუსეთში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei-ის მაღაზიები იხურება. რუსული მედიის ცნობით 19 ოფიციალური მაღაზიიდან მოსკოვში, ნოვოკუზნეცკში, უფასა და დონის როსტოვში მდებარე ოთხი პუნქტი უკვე დაიხურა.
მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დახურვის მთავარი მიზეზი საწყობებში პროდუქციის ნაკლებობა და სმარტფონებზე მოთხოვნის შემცირებაა. უახლოეს თვეებში, RIA Novosti-ს წყაროების თანახმად, Huawei-ის კიდევ რამდენიმე მაღაზია დაიხურება.
The Wall Street Journal მაისის დასაწყისში წერდა, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები, სანქციების და მომწოდებლების ზეწოლის ქვეშ, ამცირებენ თავიანთ ყოფნას რუსეთის ბაზარზე, თუმცა საჯარო განცხადებებს ერიდებიან. ჩინეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში ომის დაწყების შემდეგ და სანქციების ფონზე საგრძნობლად შემცირდა, აღნიშნა WSJ-მ. გამოცემის თანახმად, მარტში, თებერვალთან შედარებით, ჩინელი მწარმოებლებისგან ლეპტოპების მიწოდება 40%-ზე მეტით შემცირდა, სმარტფონების კი თითქმის ორი მესამედით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.