პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).

ენერგეტიკა - $236.4 მილიონი;

საფინანსო სექტორი - $111.1მილიონი;

უძრავი ქონება - $81.3 მილიონი;

დამამუშავებელი მრეწველობა - $37.4 მილიონი;

ტრანსპორტი - $23.4 მილიონი;

მშენებლობა - $19.3 მილიონი;

კავშირგაბმულობა - $14.7 მილიონი;

სასტუმროები და რესტორნები - $12.1 მილიონი;

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - $2.3 მილიონი;

დანარჩენი სექტორები -$30.3 მილიონი;


 საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. შეცვლილია TOP ინვესტორთა რეიტინგიც.