12-13 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტით ჩავა. იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკა ჰავისტო და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.
ორშაბათს გენერალური მდივანი შვედეთში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონს და მისი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.