უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დიმიტრი სენიკის განცხადებით, უკრაინამ ხორბლის ექსპორტისთვის პოლონეთისა და რუმინეთის გავლით ორი მარშრუტი შეადგინა. ახლა მოლაპარაკებები ბალტიის ქვეყნებთან მიმდინარეობს მესამე „ხორბლის დერეფნის“ მარშრუტის შესადგენად.
„ეს მარშრუტები არაა იდეალური, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ხორბლის ექსპორტი შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი სენიკმა .
ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შენახულია 30 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.
- მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა
- უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.