ნორვეგიამ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა აკრძალა. ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტს მიუერთდა, თუმცა კავშირის წევრი არ არის.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები 17 ივნისიდან ამოქმედდა. „რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ შედის ძალაში, მაგრამ რეგულაციები 2022 წლის 5 დეკემბრამდე ნედლი ნავთობისთვის, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლამდე ნავთობპროდუქტებისთვის გარდამავალ პერიოდებს შეიცავს", - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.