Financial Times-ის ცნობით, უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რომელიც გლობალური კრიპტობაზრის ორიენტირს წარმოადგენს, შაბათს დილით 9%-ით დაეცა და მისი ღირებულება $19000-ზე ნაკლებს შეადგენს.
მოსკოვის დროით 13:10 საათისთვის, Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინმა პოზიციები ოდნავ დაიბრუნა და და მისმა ღირებულებამ $19,252 შეადგინა.
2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.
ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა.