საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. შედეგად, რუსეთი წინა წლის მსგავსად, კვლავ საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადის:
1) ფეროშენადნობები - 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, მატება წინა წელთან 44%;
2) ღვინოები - 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, კლება წინა წელთან 3.1%;
3) მინერალური და მტკნარი წყლები - 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, კლება წინა წელთან 31%;
4) სპირტიანი სასმელები - 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, კლება წინა წელთან 24%;
5) გაზირებული წყლები შაქრით - 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, კლება წინა წელთან 13.7%.
ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ რუსეთისგან $553.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია.
იმპორტში პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია. გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულებაც და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი.
TOP 5 საიმპორტო პროდუქტი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოდის:
1) ნავთობპროდუქტები - $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, მატება 148%;
2) ბუნებრივი აირი - $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, კლება 32.6%;
3) ქვანახშირის კოქსი - $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, მატება 171%;
4) ხორბლის ფქვილი - $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, მატება 1217%;
5) მარგარინი - $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, მატება 686%.
ამ მონაცემებით, რუსეთი კვლავ საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია.