გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება მუშაობა პირობების შესასრულებლად. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია, დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა. და ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები.
უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყეტილება მიღებული, თუმცა გულწრფელად მინდა, უკრაინას, მოლდოვას მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, ისინიც შეძლებენ განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ასევე წაიკითხეთ: