გერმანიის რკინიგზა მარცვლეულის ექსპორტში უკრაინის დახმარებას გეგმავს. შესაბამისი საცდელი ოპერაციები, სავარაუდოდ, 2022 წლის ივლისში შესრულდება. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა. ფელდჰუსენის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი ოდესის პორტებით ახლა შეუძლებელია და ვითარდება სხვადასხვა საექსპორტო გადაწყვეტილა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით.
„ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ამ პროცესს. გერმანიის რკინიგზა აქტიურად მუშაობს უკრაინელ პარტნიორებთან საცდელი ოპერაციების განსახორციელებლად. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევასრულებთ ასეთ ოპერაციებს ივლისში და შევძლებთ [უკრაინული] მარცვლეულის ყოველდღიურ ექსპორტს“, - თქვა ფელდჰუსენმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.