NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკომისიის პრეზიდენტს მასპინძლობს. სტოლტენბერგმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
„დიდი პატივია, NATO-ს სამიტამდე ვმასპინძლობდე ევროკომისიის პრეზიდენტს. NATO და ევროკავშირი უკრაინელების გვერდით დგანან, როცა ისინი აგრძელებენ თავის დაცვას რუსეთის სასტიკი ომისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ახლო პარტნიორის, უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლმცა 19 ივნისს განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება. ამასთან, ამერიკის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება.
NATO-ს გენერალური მდივანმა ასევე 19 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინისთვის უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის. ამასთან, ალიანსის გენმდივნის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის უნდა მოემზადონ.
მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, მადრიდში, NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს.