უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ.
ორბანი დღეს ევროსაბჭოს სხდომის წინ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან ერთად ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა.
შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტსა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრს მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცოგოვინამაც უნდა მიიღონ.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.