მსოფლიოში უმსხვილესი გაზის საბადოს ათვისებაში იტალია ერთვება.
ენერგოკომპანია Eni, კატარში თხევადი გაზის წარმოების პროექტ North Field East-ში მონაწილეობს, რომელიც $28 მილიარდად არის შეფასებული და წარმოებაში 2025 წლიდან ჩაეშვება.
შეთანხმების პირობების თანახმად, TotalEnergies და Eni პროექტის 25%-იან წილს მიიღებენ.
ენერგოკომპანია Eni-ის მმართველის ენი კლაუდიოს განცხადებით, იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშე გადაიტანს, რომელზეც ამ დროისთვის ქვეყნის იმპორტის 40%-ი მოდის. იტალიის ხელისუფლების მიზანია, ორ წელიწადში ეს რესურსი სრულად ჩაანაცვლოს.
კომპანია Eni-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კატართან ერთობლივ პროექტში მონაწილეობა წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ცნობისთვის, გასულ კვირას პროექტ North Field East-ს ფრანგული TotalEnergy შეუერთდა. პროექტის ფარგლებში კატარიდან თხევადი გაზის ექსპორტი წელიწადში 77 მილიონი ტონიდან, 110 მილიონამდე გაიზრდება.