გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 თვითმავალ ჰაუბიცას Panzerhaubitze 2000-ს გადასცემენ. ამის შესახებ გერმანიის საელჩომ უკრაინაში Twitter-ზე განაცხადა.
„დასრულდა უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნა Panzerhaubitze 2000-ზე. დაიწყო იარაღის სისტემის გადაცემა უკრაინაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩომ დაამატა, რომ გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 ჰაუბიცას მიაწვდიან. 21 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიიდან მიიღო პირველი ჰაუბიცები.