თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე პროგრესს მიაღწია

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დღეს მოსკოვში უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ უკრაინული მედია Milliyet-ზე დაყრდნობით იუწყება.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა „კონსტრუქციულ და ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში" გაიმართა.

თურქული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისა და გაეროს მონაწილეობით ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ასევე განიხილეს ბლოკირებული უკრაინის პორტებიდან ტვირთების კომერციული გემებით გატანისა და ბორისპოლის აეროპორტში თურქული თვითმფრინავების უსაფრთხო დაბრუნების საკითხი.

რაც შეეხება კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრას, ის სავარაუდოდ „უახლოეს კვირებში“ უნდა გაიმართოს. 


შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს.

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდაეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.